საერთო მტრის წინააღმდეგ – ბათუმი

ბათუმი უკრაინისთვის

ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს სხვა ერი, რომელიც ისე იზიარებს უკრაინელი ხალხის ტკივილს, როგორც საქართველო. რატომ არის ეს საზოგადოება ასეთი ერთსულოვანი უკრაინელების დასახმარებლად? – ამ კითხვაზე პარტია ლელოსა და ბათუმის ჰუმანიტარული შტაბის მოხალისე  წარმომადგენლებმა ასე მიპასუხეს:

„არასოდეს დავივიწყებთ, 2008 წელს, თქვენ მიერ გაწეულ სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას; უკრაინა არამხოლოდ რამდენიმე წლის წინ, არამედ, 1993 წელსაც კი გვერდში ედგა საქართველოს და ომის დროს აფხაზეთიდან ლტოლვილების ევაკუაცია დაიწყო, რითაც 7643 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.

ჩვენი და თქვენი ტერიტორიები საერთო მტრის მიერაა ოკუპირებული. თქვენი გამარჯვება ჩვენი საერთო გამარჯვებაა, ამ ომით კი, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს ბედი წყდება.

ქართველებს გვაწუხებს უკრაინელების ყოველი დანაკარგი, სწორედ ამიტომ, ამ ორმა პარტიამ – ლელომ და ნაციონალურმა მოძრაობამ, პოლიტიკა გვერდზე გადავდეთ და აქ მცხოვრებ უკრაინელებთან და ბელორუსებთან ერთად, ბათუმის ჰუმანიტარული შტაბი შევქმენით, რომელიც არამხოლოდ ომს გამოქცეულ ლტოლვილებს, არამედ ცხელ წერტილში მყოფ პირებსაც ეხმარება.

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებისათვის

შტაბი ადგილობრივი აჭარლების ჩართულობით, უკრაინელებს საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფს.  დახმარება უკვე გაეწია 1700 უკრაინელს და დავასახლეთ 1200-ზე მეტი ადამიანი.

ჰუმანიტარული შტაბი თანამშრომლობს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრთან – ორსულთათვის საჭირო კონსულტაციები, მკურნალობა და მშობიარობა უფასოა, ახალშობილებს გადაეცათ ეტლები, საწოლები, საკვები, ტანსაცმელი, ჰიგიენური ნივთები და სხვა. ბათუმში უკვე დაიბადა 4 უკრაინელი და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ექვსი ახალშობილის დაბადებისას, ომი უკვე აღარ იქნება და მათ საკუთარ, მშვიდობიან სამშობლოში ბედნიერი მომავალი ელით.

ჰუმანიტარული შტაბი ახალგაზრდებს სოციალიზაციაშიც ეხმარება და უზრუნველყოფს მათ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სხვადასხვა სპორტულ და შემოქმედებით კლუბებში ჩარიცხვას.

საყურადღებოა, რომ პრობლემა მხოლოდ მატერიალური არ არის. ჩვენი მოხალისეები უნებლიედ ხდებიან ფსიქოლოგები და სუპერვაიზერებიც კი, რადგან საქართველოში, ძირითადად, ჩამოდიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან სასწაულებრივად გამოქცეული ადამიანები, რომლებმაც წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა გადაიტანეს, როცა რუსებს შეხვდნენ საგუშაგოებზე…” 

ჩემი, როგორც ერთი რიგითი უკრაინელისათვის, თვალშისაცემია საქართველოს მოსახლეობის სითბო, პასუხისმგებლობა და მზაობა ჩვენს დასახმარებლად. მთელს მსოფლიოში იზრდება უკრიანელი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ პირველები, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ამ საბედისწერო დროს, გვერდში დაგვიდგნენ. 

მე მჯერა, რომ ამ ბრძოლაში უკრაინა აუცილებლად მოერევა ბოროტებას, საქართველო კი ისევ იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩვენთან ერთად გულწრფელად გაიზიარებს და იზეიმებს ამ გამარჯვებას.

განსაკუთრებული მადლობა ეკა დავითაძეს ინფორმაციისა და ფოტოებისთვის.

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *