TaxiWomen – ტაქსის ახალი სერვისი ქალებისათვის

taxiwoman

რამდენიმე დღეა, თბილისში ტაქსის ახალი სერვისი TaxiWoman-ი გამოჩნდა.

კომპანიის დამფუძნებლები, ახალგაზრდა ქალები, ანა გამბაროვი და ანა ჩანქსელიანი, ამბობენ, რომ „TaxiWoman-ის“ მიზანია, მეტი კომფორტი და უსაფრთხოების შეგრძნება შეუქმნან მომხმარებელს.

„თუ ერთი ადამიანი მაინც იგრძნობს თავს მეტად დაცულად და კომფორტულად ჩვენს ტაქსში, მაშინ ჩვენი სერვისის მიზანიც მიღწეულია“ – ამბობენ კომპანიაში.

ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ქალებს უფრო მეტი დაცულობისა და სანდოობის შეგრძნება სჭირდებათ. ანა გამბაროვი თვლის, რომ იდეის განხორციელების შემდეგ, ცოტათი მაინც შემცირდება უსიამოვნო ფაქტები, დასაქმდებიან ქალი მძღოლები, იქნებიან ფინანსურად დამოუკიდებლები და მშობლებს არ შეეშინდებათ თავიანთი არასრუწლოვანი შვილების ტაქსით მარტო გაშვება ნებისმიერი მიმართულებით.

ტაქსის მომსახურების სერვისი გათვლილია მხოლოდ ქალებზე და 16 წლამდე არასრულწლოვნებზე, დასაქმებულ ქალებს კი აქვთ მინიმუმ 3 წლიანი მართვის გამოცდილება და აკმაყოფილებენ ყველა იმ კრიტერიუმს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ იყვნენ კარგი მძღოლები.

იდეის გაჟღერებიდან, მის სრულ განხორციელებამდე, გამოკითხული მომხმარებლის 95% ახალი სერვისის მიმართ დადებითადაა განწყობილი. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მომსახურება იქნება უფრო მეტი კომფორტისა და უსაფრთხოების საწინდარი.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მობილურ აპლიკაციაზე მუშაობა, ავტორებს სჯერათ, რომ სამომავლოდ სრულიად საქართველოს მასშტაბით შეძლებენ მოემსახურონ ქალებსა და ბავშვებს, შეუქმნან უსაფრთხო და კომფორტული გარემო თუნდაც მოკლე მანძილზე გადაადგილებისას.

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *